ია ძირკვაძე, რომელსაც 25 დღის წინ დაუდასტურდა კორონავირუსი, სოციალურ ქსელში, წერს:
“25 დღის შემდეგ:
ყნოსვა, გემო – იგრძნობა მხოლოდ ძალიან მკვეთრი სუნები და გემოები.
სუნთქვა – არ არის ისეთი, როგორიც კოვიდამდე. ხშირად მჭირდება ღრმად ჩასუნთქვა და ამ დროს ძალიან ვგავარ წყლიდან ამოყვანილ თევზს.
ენერგია – მაღაზიაში ჩასვლაც სავსებით საკმარისია, რომ დაღლილობისგან კანკალი დამეწყოს.
ტკივილები: ზურგის, მხრებისა და გუმლკერდის.
ასევე გრძელდება: თმის ცვენა, ოფლიანობა, მოთენთილობა.
მხედველობა: კოვიდამდე 100%-იანი მხედველობა მქონდა. ახლა აშკარად ნაკლებია. ველოდები, ცოტა დრო გავიდეს და მივალ ოფთალმოლოგთან.
ამ დროს კი ადამიანები სიმპტომებს მალავენ და საზოგადოებრივ სივრცეებში გადაადგილდებიან იმ იდეოლოგიით, რომ კოვიდი ერთი უწყინარი გრიპის ვირუსია.
აქვე: მე ვირუსი მსუბუქ ფორმაში მქონდა. ფიქრიც მაშინებს მათზე, ვისაც საშუალო, ან რთულ ფორმებში აქვთ.
Edit: კოვიდი დაუდასტურდა ჩემი 7 წლის შვილსაც, რომელსაც ჩვილობაში თირკმლისა და ფილტვების მძიმე დაავადებები აქვს გადატანილი. მადლობა ღმერთს, თომას შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არ აქვს არანაირი ჩივილები, თუმცა როცა ყველაფერი გაივლის, რა თქმა უნდა, გამოკვლევებზე მივალთ.”
კომენტარები