დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ხელისუფლება ამერიკულ საშინელებათა ფილმის გმირებს შეადარა და თქვა, რომ მათ კოვიდინფექცია უხარიათ. ამასთან, როგორც სანიკიძემ თქვა „კოვიდი არის ბიძინას ტყუპისცალი.“
„ბოროტი თოჯინები რომ არის ამერიკული საშინელებათა ფილმებში ისეთები არიან ხელისუფლებაში. ქვეყანას არ ცრიან, დაავადებულია ქვეყანა, კოვიდი არის ბიძინას ტყუპისცალი.
ასე გაეხარებინოს კოვიდს ვინმე დედამიწაზე, როგორც ჩვენი ხელისუფლება, მე არ წარმომიდგენია. ყველას ეწყინა. ესენი ბედნიერები არიან,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
კომენტარები