გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში 958 გამოვლენილი კოვიდინფიცირებიდან 400-მდე შემთხვევა თბილისში დადასტურდა., – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„397 შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, აჭარაში ცოტა შემცირდა და 226 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, იმერეთში მოიმატა და 332 ახალი შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში ვითარება თითქმის სტაბილურია და დღეს 27 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში 20, შიდა ქართლში – 14, მცხეთა-მთიანეთში 15 ახალი შემთხვევაა, კახეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში 8 და ყველაზე ცოტა, 6 შემთხვევაა გურიაში“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ვირუსი კიდევ 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7827 ადამიანი, გარდაიცვალა 128 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5900 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები