თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.
„აჭარაში გახლავთ 342 ახალი შემთხვევა, თბილისში – 277, იმერეთში – 198, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 12, გურიაში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 2 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 124 პაციენტი.
კომენტარები