დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ 11 აპრილს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებული განცხადება მედიაში არასწორად იყო ინტერპრეტირებული.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, ჩინური ვაქცინები გადაუდებელი მდგომარების დროს გამოიყენება და მათი დაცვის ეფექტურობა სხვადასხვაა.
ასევე გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გადაუდებელი დახმარებისთვის გამოყენების ნებართვას მაშინ გასცემს, როდესაც ვაქცინის ეფექტურობა 50%-ზე მაღალია.
“ვფიქრობთ, რომ გუშინ გამოთქმული მოსაზრებები სწორად არ იქნა ინტერპრეტირებული და ამიტომ საჭიროა შევიტანოთ განმარტებები და მოსახლეობა დავამშვიდოთ, რომ ამ საკითხში, რასაც ქვეყანა მომავალი თვის განმავლობაში განახორციელებს იგივე ჩინური ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვართ, რომ მას ექნება მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალი დაცვითი ეფექტი. კოვიდის ვაქცინები არც ერთი, დაწყებული ფაიზერიდან, მოდერნა, არც ერთი არ იცავს 100 პროცენტით დაინფიცირებისგან, არც ერთი, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულებაა დაიცვან ადამიანი სასიკვდილო გართულებებისგან. “
ჩინეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ვაქცინას მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი არ აქვს. მა გაო ფუს განმარტებით, ვინაიდან ამ პრეპარატებს არ აქვს დაცვის ძალიან მაღალი დონე, ამიტომ ეფექტის ასამაღლებლად ვაქცინების მოდიფიცირება განიხილება.
“ალია” აქვე გეტყვით, რომ ჩინეთმა თავად აღიარა, რომ ფაიზერს და მოდერნას მეტი ეფექტურობა და დაცვა აქვს, ვიდრე ჩინურ ვაქცინას, შესაბამისად, ამირან გამყრელიძის ნათქვამი, რომ არც ერთი გიცავს 100 პროცენტით, მართალია, ისევე, როგორც მართალია ის, რომ ზოგი ვაქცინის ეფექტურობა ახლოსაა 100 პროცენტთან და ზოგი კი – ძალიან შორს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ეს განცხადება, ნამდვილად ვერ იქნება ვაქცინის პროპაგანდა და სამწუხაროდ, კიდევ მეტ უნდობლობას გამოიწვევს! რატომ უნდა შეწიროს ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი ჩინური ვაქცინას? – ეს ის კითხვაა, რომელიც დღეს ბევრს აქვს.
კომენტარები