ინდოეთში ქალი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაცვლილად გამოაცხადეს, სახლში დაბრუნდა და ოჯახის წევრები შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ ნათესავებმა მისი “კრემაცია” მოახდინეს ორი კვირის წინ. ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.
15 მაისს ქალის, სახელად მუკტალი, ოჯახს განუცხადეს, რომ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო, ნათესავებს დაღუპულის ცხედარი არ ანახეს. ის დამცავ აპკში იყო გახვეული. ოჯახის წევრებმა კრემაციის რიტუალი ჩაატარეს.
2 ივნისს, როდესაც გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ბოლო ეტაპები უნდა უნდა დასრულებულიყო, ქალი საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა და ნათესავებს უსაყვედურა, რომ მას არავინ დახვდა.
მუკტალის ოჯახი ახლა ცდილობს გაარკვიოს, ვისი ცხედარი გამოატანეს მათ საავადმყოფოდან.
წყარო – report.ge
კომენტარები