ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში პაციენტი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, კაცს სასტუმროში მოთავსება არ სურდა და ეზოდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მოაბრუნეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ 49 წლის კაცს სასტუმროს ეზოში შეყვანისთანავე, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა.
“პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.
ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება”, – ამბობენ სამინისტროში.
ჰქონდა, თუ არა მას ანამნეზში ეპილეფსიური გულყრა და თუ ჰქონდა, რატომ არ იქნა თავიდანვე კლინიკაში გადაყვანილი – ამაზე სამინისტროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
წყარო – ფორმულა
კომენტარები