წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრ Amstor-ზე თავდასხმის შედეგად – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ გააკეთა განცხადება.
მისივე ინფორმაციით, უკვე დადასტურდა რომ დაღუპულია 2 ადამიანი. დაჭრილებიდან კი 9-ის მდგომარეობა მძიმეა.
ტიმოშენკოს თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ოკუპანტებმა პოლტავას რეგიონში, ინდუსტრიული ქალაქი კრემენჩუკი დაბომბეს.
კომენტარები