რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა გამოცემა TASS-თან ისაუბრა, რომელიც 9 მარტს, სოხუმში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას შეხვდა.
დიმიტრი ვოლვაჩმა თქვა, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ მათ მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკები “დამოუკიდებელ ეკონომიკურ ფორმატზე გადავლენ, რაც რუსულ სუბსიდიებზე დამოკიდებულებას შეამცირებს”.
“შარშან ჩვენ დავფიქრდით, ვისაუბრეთ რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან და დავასკვენით, რომ დახმარების პირველი ეტაპი, როდესაც მათთვის ფულის მიცემა და იქ ინფრასტრუქტურის განვითარება შეგვეძლო, დასრულდა. ამ ეტაპისგან, ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით რაც შეიძლებოდა მიგვეღო, მივიღეთ”, – ამბობს ვოლვაჩი.
კომენტარები