აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა “ინტერპრესნიუსთან” საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და დღევანდელი შტურმის ავტორები მოსალოდნელი სანქციების შესახებ გააფრთხილა. მისი შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ კრელმს აწყობს:
“რაც დღეს მოხდა, მოვლენების საშინელი განვითარებაა. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეჭრის და ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება წინდაუხედავი და პროვოკაციული ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება, კრიზისის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს მოიცავს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას. დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან”
კომენტარები