ოკუპირებულ მარიუპოლში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სერგეი კირიენკო და მმართველი პარტიის, Единая Россия-ს მდივანი, ანდრეი ტურჩაკი ჩავიდნენ.
უკრაინის დაზვერვის ინფომაციით, კრემლის მაღალჩინოსნები მარიუპოლში 9 მაისს “გამარჯვების აღლუმის” ორგანიზებისთვის არიან ჩასულები.
მანამდე კი მარიუპოლში, ლენინის კომკავშირის მოედანზე კრემლის მაღალჩინოსნები სკულპტურის გახსნასაც დაესწრნენ – ბებია, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროშა უჭირავს.
“მარიუპლში, ლენინის კომკავშირის მოედანზე დღეიდან ბებია ანას ძეგლი დგას. ანას, რომელსაც უკრაინელი ფაშისტების არ შეეშინდა და დაიცვა წითელი დროშა, რომლის ქვეშაც მისი მშობლები იბრძოდნენ”. – წერს ტურჩაკი Telegram-ის არხზე.
ტაბულა.
კომენტარები