თავდასხმა “მხედრიონის” დაჯგუფების ყოფილ ხელმძღვანელზე და ყოფილ შს მინისტრზე – “ტვ პირველი” ჭავჭავაძის 75 ნომერში არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან ფოტოებს აქვეყნებს.
კადრში ჩანს 1993 წელს მოკლული ,,მხედრიონელის”, ზაზა ვეფხვაძის, შვილი, ალექსანდრე ვეფხვაძე.
სავარაუდოდ, შემთხვევა 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას უკავშირდება. საქმეში ფიგურირებს “მხედრიონიც”.
ცნობილია, რომ ყოფილი მინისტრი პოლიციამ უკვე გამოკითხა.
თავდასხმის მცდელობა, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე, თემურ ხაჩიშვილის მეგობრის ოფისში მოხდა, სადაც ყოფილი შს მინისტრი გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
“კურიერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი კი საკუთარ სახელსა და გვარსაც ყვიროდა.
კომენტარები