• რეკლამა
  • კონტაქტი
04:25, შაბათი, 17 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

კრიპტოვალუტის კურსებისა და განაღდების სრული სახელმძღვანელო

ალია ავტორი - ალია
12:12 03-25-2024
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

კრიპტოვალუტა მზარდად პოპულარული საინვესტიციო ინსტრუმენტი ხდება, თუმცა დამწყებ ტრეიდერებს ხშირად აფრთხობთ პირველი სირთულეები. კრიპტო განაღდების პროცესი საკმაოდ მარტივია თუ გესმით ყველა სირთულე. პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ მიმდინარე საბაზრო მდგომარეობას, რომ გესმოდეთ თუ როგორ ხდება ტრეიდინგი.

ასევე უნდა გაეცნოთ კრიპტოვალუტის ბირჟის განაკვეთებს, რომ შეარჩიოთ შესაფერისი და მომგებიანი პლატფორმა. კრიპტო ვალუტის კურსიდინამიკურია და მუდმივად იცვლება. შესაბამისად, ინდივიდუალური ამოცანებისთვის თქვენთვისსაუკეთესო ვარიანტის შესარჩევად საჭიროა ყველა ცვლილებისა და სიახლის უწყვეტი მონიტორინგი.

კრიპტოვალუტით ფულის შოვნა ძალისხმევას მოითხოვს. კომპლექსური ტერმინები, ხანგრძლივი მზადება და იურიდიული სირთულეები შესაძლოა გამოცდილი ინვესტორისთვის დამაბნეველი იყოს. ამიტომ, კრიპტოდან საბანკო ანგარიშზე მინიმალური დანახარჯითა და ძალისხმევით თანხის გასანაღდებლად ყურადღებით უნდა შეისწავლოთ ყველა ინფორმაცია.

კრიპტოვალუტის კურსი: რაზეა დამოკიდებული?

იმისათვის, რომ კრიპტოვალუტის ფასიგანისაზღვროს,  ყველაზე კრიტიკული ფაქტორი მოთხოვნაა. რაც მეტი მომხმარებელია დაინტერესებული რაიმე მიზეზით კოინების ყიდვით, მით მეტია მისი ღირებულება. ასევე, მაინინგ აღჭურვილობის ფასი გავლენას ახდენს ვალუტის კვოტებზე, მის საერთო კომპლექსურობასა და კოინის პოპულარულ ბირჟებზე გავრცელების არეალზე. საუკეთესო შედეგებისთვის ყოველთვის უნდა შეამოწმოთ  კრიპტო ვალუტები და მათი მიმდინარე კურსები.

კიდევ ერთი კრიტიკული განსხვავება კრიპტოვალუტებსა (გარდა სტეიბლკოინებისა) და ჩვეულებრივ ფულს შორის ისაა, რომ არიან ბმაში ნავთობთან, ოქროსთან და ფიატ ვალუტებთან.

გარდა ამისა, აღსანიშნავია რთულად განსაჭვრეტი ფაქტორები, რომლებიც ციფრულ აქტივებში ინვესტირებას საკმაოდ რისკიანს ხდის. სხვა ფაქტორებთან ერთად, კრიპტოსა და ბიტკოინის გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს:

● პოლიტიკური გარემოებები. მაგალითად, ჩინეთმა გასულ წელს მოახდინა ბიტკოინების 50%-მდე ოდენობის მაინინგი. მას შემდეგ რაც ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ელექტრონული ფულის მაინინგი, კოინის ღირებულება ერთ დღეში 3,000$-ით დაეცა.
● მედიის გავლენა. მცირე კრიპტოვალუტების ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მედიას. მაგალითად, SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა Dogecoin კრიპტოვალუტის გამყარებაში. წინა წლის თებერვალში, კრიპტოვალუტაზე მხოლოდ ორი ხუმრობით, მილიარდერმა მისი კვოტები 100%-ზე მეტით გაზარდა.
● ვეილების გავლენა. ვეილები არიან მომხმარებლები, რომლებიც კრიპტოვალუტის მსხვილ პროცენტულობას ფლობენ და პირდაპირი გავლენა შეუძლიათ იქონიონ მის ღირებულებაზე თავიანთ სასარგებლოდ.

აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო კრიპტო გაცვლითი კურსები, რომლებიც შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. აუცილებელია უსაფრთხო და გამოცდილი პლატფორმების არჩევა, რომლებიც შესაფერის დონეზე იძლევიან სერვისების ხარისხის გარანტიას.

როგორ შევქმნათ კრიპტოვალუტის საფულე?

ოდნავ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ბიტკოინ საფულის მონაცემების უსაფრთხოებაზე. არსებობს რამდენიმე ტიპის და თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოდით განვიხილოთ ყველა ტიპის საფულე, რომელიც შეგიძლიათ კრიპტოს განაღდებისთვის გამოიყენოთ:

● ქაღალდის საფულე. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და საიმედო გზა კრიპტოვალუტების განსათავსებლად. ასეთი საფულე შეგიძლიათოფლაინ სერვისების გამოყენებით – აპლიკაციები, რომლებიც აგენერირებენ გასაღებებს საფულისთვის, არ საჭიროებენ ქსელს.

რამდენადაც ქაღალდი ინტერნეტთან დაკავშირებული არ არის, თქვენი კოინების ჰაკერების მიერ მოპარვის შანსები მინიმალურია – თუკი თქვენი მონაცემების ფოტოს ტელეფონზე არ ინახავთ.

თუმცა, ქაღალდი, როგორც ფიზიკური შუამავალი, ექვემდებარება გარე სამყაროს გავლენას. შეიძლება დასველდეს, დაიწვას ცეცხლში და მასზე არსებული ტექსტი შესაძლოა მზეზე გაფერმკრთალდეს. ამიტომ, ეს დოკუმენტი იდეალურად უნდა იქნას შენახული ხანძარ და წყალგაუმტარ ბნელ ადგილას. უმჯობესია სეიფში, რომ ვერ მოიპარონ.

● აპარატული საფულე. ეს მეთოდი ძალიან დაცულია – თქვენი გასაღებები პატარა მოწყობილობაზე განთავსდება, რომელიც ხშირად კარგად არის დაცული ფიზიკური დაზიანებისგან. ამასთან, ის არ არის ინტერნეტთან დაკავშირებული.
● აპარატული საფულე, ისევე როგორც ქაღალდის, შესაფერისია ხანგრძლივი განთავსებისთვის – შეგიძლიათ ათობით სმარტფონი და კომპიუტერი გამოცვალოთ, გასაღებები კი მთელი ამ დროის განმავლობაში მათგან დამოუკიდებლად იქნება შენახული. ასეთი საფულის ძირითადი ნაკლოვანება მისი ფასია – შესაფერისი მოწყობილობა შეიძლება ას დოლარზე მეტი ღირდეს. ამასთან, აპარატული საფულის დაკარგვა ან მოპარვა კრიპტოვალუტის დაკარგვის საფრთხეს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ბევრ მოწყობილობას აქვს დამატებითი ინფორმაციის დაცვა, თუმცა ეს მაინც არ იძლევა მონაცემთა უსაფრთხოების გარანტიას.
● მობილური ან დესკტოპ საფულეები. კრიპტოვალუტის განსათავსებლად და -კრიპტოს განაღდების პროცესისთვის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი თუმცა მოსახერხებელი გზა. თქვენი კოინები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს, კომპიუტერის ან სმარტფონის აპლიკაციაში. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება სხვა მეთოდებთან შედარებით ტრანზაქციების უფრო სწრაფად განხორციელება.

საფულის აპლიკაციის უსაფრთხოება უფრო დაბალია ვიდრე ქაღალდის ან აპარატული საფულის შემთხვევაში. პირველ რიგში, სმარტფონი ან კომპიუტერი ყოველთვის დაკავშირებულია ინტერნეტთან. შესაბამისად, არსებობს ჰაკერული შეტევის შედეგად მოპარვის რისკი.

კრიპტო ბირჟაზე რეგისტრაცია და ვერიფიკაცია(KYC)

თუ კრიპტოს ბანკის ანგარიშზე გადატანა გსურთ, გჭირდებათ იმ კრიპტო ბირჟაზე რეგისტრაცია სადაც ტრეიდინგი ხდება. თავიდან უნდა აირჩიოთ კრიპტობირჟა – ამისათვის, საჭიროა მისი საიმედოობის შემოწმება. შესამოწმებელია დაჰაკული ხომ არ ყოფილა ბირჟა და რამდენად კარგად მუშაობს ის.

თქვენთვის შესაფერისი კრიპტო ბირჟის შერჩევისას საჭიროა დარეგისტრირდეთ მასზე. როგორც წესი, პროცედურა საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ საიტზე რეგისტრაციის მსგავსია – საკუთარ თავზე ძირითადი ინფორმაცია და ელფოსტა უნდა წარადგინოთ. ზოგი ბირჟა შემდეგ გთავაზობთ სერვისების შეზღუდულ გამოყენებას და სრულყოფილი ტრეიდინგისთვის უნდა გაიარო KYC პროცედურა.

KYC იშიფრება, როგორც „Know Your Customer“, ანუ „იცნობდე შენს კლიენტს“. ეს ბირჟას საშუალებას აძლევს დარწმუნდეს, რომ სერვისებს აწვდის რესპექტაბელურ კლიენტებს, რომლებიც კრიპტო ტრეიდინგის მეშვეობით არ ათეთრებენ ფულს. KYC-ის გასავლელად უნდა მოახდინოთ თქვენიიდენტობისა და საცხოვრებელი მისამართის იდენტიფიკაცია შესაფერისი დოკუმენტებით.

კრიპტოვალუტის ტრეიდინგ რეკომენდაციები

არ არსებობს დამწყებთათვის მკაფიო და უნივერსალური სტრატეგია თუ კრიპტოს განაღდება გსურთ, თუმცა არსებობს გარკვეული მარტივი  ასპექტები:

1. კრიპტოვალუტები ძალიან არასტაბილური აქტივებია. ამრიგად, მოახდინეთ მხოლოდ იმ თანხის ინვესტირება, რომლის გარეშე ცხოვრებაც შეგიძლიათ და მზად ხართ, რომ სამუდამოდ დაემშვიდობოთ. მაგალითად, მთელი თქვენი დანაზოგის ბიტკოინში ჩადება შეიძლება ცუდი იდეა იყოს და ძალიან ცუდად დამთავრდეს.
2. ეცადეთ ყველაფერს გრძელვადიანი პრიზმიდან შეხედოთ. კრიპტო ბაზარზე განაკვეთების სწრაფი ვარდნა ჩვეული რამაა. ამიტომ, თავისუფლად შეგიძლიათ ინვესტირება, თქვენიაზრით, პერსპექტიულ კრიპტოვალუტაში თუკი მისი ღირებულება დაეცა დღის განმავლობაში.
3. გახსოვდეთ, რომ მთელი კრიპტო ბაზრის პერსპექტივა გავლენას ახდენს ალტკოინებზე მოთხოვნაზე. ბიტკოინის ღირებულების ზრდასთან ერთად ალტკოინების სეზონიც იწყება – შემდგომ მათი ფასები იწევს.  ეს მნიშვნელოვანია კრიპტო-ფიატ ვალუტის განაღდებებისთვის.
4. საბაზრო ორდერების გამოყენება. ბევრი ბირჟა გაძლევთ საშუალებას განათავსოთ სტოპ ორდერები, რაც გულისხმობს, რომ კრიპტოვალუტის ყიდვა ან გაყიდვა განხორციელდება მაშინვე, როგორც კიღირებულება მიაღწევს თქვენს მიერ განსაზღვრულ დონეს. ამრიგად, თავიდანვე განსაზღვრავთ რამდენის წაგებას უშვებთ, ხოლო ემოციების გავლენისგან დაცლილი უსულო მანქანა ავტომატურად შეავსებს აპლიკაციებს. კრიპტოვალუტის გაცვლითი კურსები შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ მიმდინარე სიახლეები უნდა შეამოწმოთ.
5. მიჰყევით კრიპტოვალუტების სიახლეებს და გლობალურ დღის წესრიგს. სიახლეების ფონი დაგეხმარებათ სრული სურათის დანახვაში.

თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ კრიპტოვალუტების ტრეიდინგის დაწყების დროა, ჩადეთ მთელი ძალისხმევა ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გარისკეთ მხოლოდ ის, რისი დაკარგვის უფლებაც შეგიძლიათ თავს მისცეთ, შეადგინეთ ტრეიდინგ გეგმა და მიჰყევით საკუთარ სტრატეგიას. იყავით  კრიპტოვალუტის მიმდინარე კურსების საქმის კურსში, რომ ყველა მოვლენა თქვენთვის ცნობილი იყოს. ასევე, კრიპტო განაღდებებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც უნდა იცოდეთ საუკეთესო შედეგებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved