თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს, ხოლო სამი პირი დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საქმეზე ერთი პირია დაკავებული. ამ ნაწილში გამოძიება 336-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები