რეჟისორი, გუჯა ბიძია:
“აღარ მთავრდება, რა..
იმ იძულებით ნაბიჯზე, რომელიც ერეკლე მეფემ გადადგა, მეც ვწერდი.
მე რა, ასი წელია ამ თემებზე კამათობდნენ საქართველოში, რამდენად მართებულად მოიქცაო მეფე,
და ჩემი აზრით სულ ტყუილად ასკდებოდნენ ერთმანეთს.
და საერთოდ მართლა უაზრობაა, სამი საუკუნის წინანდელ ამბებს დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვარჩევთ და ჭკვიანური სიფათებით.
ან რა სჭირს მეფე ერეკლეს საქმეებს ჩვენი გასარჩევი.
არც შეცდომა მგონია მე მისი ნაბიჯი, მაგრამ არც სამუდამო გადაწყვეტილება.
ვფიქრობ ჩვეულებრივი, რიგითი, და დროებით მანევრი იყო დიდი და გადამწყვეტი ომის წინ, ერეკლე რომ ემზადებოდა შიიტების წინააღმდეგ.
სხვანაირად ვერ გაარყევდა რუსს.
ხელი მოუწერა მას შემდეგ, რაც 1783 წლის 19 მარტის წერილზე, რომის პაპს, და დასავლეთის მეფეებს რომ გაუგზავნა და სამხედრო დახმარებას ითხოვდა, უარი რომ მიიღო.
თავის გეგმაზე, მომავალ ომზე და ერთიან სტრატეგიაზე საუბრობდა იმ წერილში ერეკლე.
თარიღს ახედეთ ისევ, დასავლეთს მიმართა პირველ რიგში ერეკლემ, და დასავლეთის უარიდან 3 თვის შემდეგ შედგა გეორგიევსკის ხელშეკრულება, 1783 წლის 24 ივლისს.
ერეკლე თავის გეგმას მიჰყვებოდა.
დიდი ომის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ეს, და როგორც მოუწერა, ისე გააწერდა, და ასეთი შეყრა და გაყრა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო მაშინდელ მსოფლიოში.
და გაეყრებოდა კიდეც რუსს, რომ დაცლოდა.
ამის დასტურად ეს მონეტებიც გამოდგება.
მარცხნივ, გეორგიევსკში ხელმოწერის შემდეგ, 1783 წლის მერე მოჭრილი ფულია, რუსული ორთავიანი არწივის გამოსახულებით,
და მარჯვნივ 1796 წელს, კრწანისის ომის შემდეგ მოჭრილი მონეტა, ცალთავმოგლეჯილი არწივით.
არწივს კი არა, ქათამს რომ დაამსგავსა ერეკლემ.
თავმოგლეჯილი არწივის დადება მონეტაზე ომის გამოცხადების ტოლფასი იყო მაშინ.
კრწანისის შემდეგ ერეკლე მეფეზე მეტი რუსთამოძულე არც იყო საქართველოში, და მართლაც რომ დაცლოდა, არწივთან ერთად ბევრი რუსის თავიც დაგორდებოდა ქართულ მიწაზე.
რა შეცდომა და გადაცდომაზე ვსაუბრობთ, ერეკლემ განა არ იცოდა, რომ რუსი მაინც შემოვიდოდა საქართველოში და ადრე თუ გვიან, ყველა ვარიანტში რომ მოუწევდა რუსეთთან ომი?
იცოდა, თორე რუსის ქვეშ ყოფნა რომ ნდომოდა, პირველ რიგში დასავლეთს კი არ მიმართავდა.
და მიტომაც მიმართა უპირველესად დასავლეთს, მისი დახმარებით რომ სურდა თავი დაეცვა სპარსეთისგანაც და რუსეთისგანაც.
ხო, ასე ვფიქრობდი ადრეც, და ასე ვფიქრობ ახლაც.
წაიღეთ ეს მონეტები და ააფარეთ თვალებზე, როგორც რუსეთუმეებს, ისე დასავლეთელებს, და იქნებ დავამთავროთ ეს თემაც, ასობით უამრავი პრობლემის გადასაფარად რომაა დღეს ამოქექილი და შემოგდებული, და შემოგდებული ისევ რუსეთუმეებისგან.
თუ დასავლეთელები გგონიათ რუსისგან ჯერ კიდევ როდის დანომრილი ბერძენიშვილები?”
კომენტარები