რეჟისორი, ქეთი დოლიძე, “ტვ პირველზე” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარზე” საუბრისას, ამბობს:
“უხვ პროგრამას, უხვი ფული სჭირდება, წელს გამორჩეულად მწირი დაფინანსება გვაქვს, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე არ მახსოვს. რამ გამოიწვია დაფინანსების სიმწირე – ეს არის კითხვა, რომელზედაც მე პასუხი არა მაქვს, თუმცა დაპირება იყო სულ სხვა, კულტურის სამინისტროდან. დიდი მადლობა მერიის კულტურის განყოფილებას, კახი კალაძეს დიდი მადლობა. რომ არა მერიის დახმარება…
კულტურის სამინისტროსთან იყო მოლაპარაკება, რომ უნდა გვქონოდა დიდი დაფინანსება. როგორიც გვქონდა პირველ წლებში. არ ვიცი, რამ განაპირობა, დაპირება იყო დიდი და ბოლოს აღმოჩნდა… თურმე ამაზეც მადლობა უნდა ვთქვათ… დაპირებულის მეოთხედი მოგვცეს. მითხრეს, პირიქით, მადლობა თქვიო, ამდენი მოგეცითო და რამდენი მოგვცეს? არასოდეს არავი დავპირებივარ იმას, რისი გაკეთების უნარიც არ მაქვს. იძულებული გავხდით, გრანდიოზულ ადამიანებს, რაღაცა მოვიფიქრეთ და უარი ვუთხარით კეიტი მიტჩელს, მაგალითად. კულტურაა ერთადერთი ექსპორტი, რომელიც აქვს საქართველოს. მეტი ექსპორეტი არ აქვს და მორჩა ახლა. თუკი რამით შეიძლებოდა გამენადგურებია ჩემი ოჯახი… ყველაფერი ამას შეეწირა, თუკი რამე დამიტოვა მამაჩემმა, ყველაფერი.
დაპირება იყო ასეთი – ოღონდ მე არ გამეხება თუმანიშვილის თეატრისკენ და არ გამომეთქვა სურვილი, ისევ ვყოფილიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი… არ ვიცი, მიზეზი რა არის, ეს არის კითხვა, რომელზედაც პასუხი არა მაქვს.
თამრი ბზიავა, ქეთი დოლიძის ქალიშვილი:
მე მაქვს პასუხი – ასეთი გამოთქმაა, ქმედება უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე სიტყვა. ეს არის ქმედება და ეს ქმედება არის ის, რომ კულტურა არ უნდათ.
ქეთი დოლიძე:
მე ასე არ ვიტყოდი, მე მინდა მივმართო, პირადად პრემიერ მინისტრს, ეს ამბავი უნდა გასწორდეს, ეს ასე არ შეიძლება… კულტურა დღესაც რჩება ერთადერთ ექსპორტად, არ შეიძლება ერთმა და ორმა ადამიანმა გადაწყვიტოს მისი ბედი.
კომენტარები