ბათუმელ „კუპატას“, რომელიც პოპულარული სოციალურ ქსელში ატვირთული ემოციური ვიდეოს შემდეგ გახდა, სახლი მოუწყვეს და ვარსკვლავიც გაუხსნეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში „კუპატას“ სურათებს აქვეყნებს და წერს:
პოპულარულ კუპატას უკვე თავისი #კერა აქვს
მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ #კერა წარწერით “ხალხის რჩეული”, რაც ნამდვილად დაიმსახურა
კუპატამ შეძლო საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა. ამ წუთებისთვის მის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
კომენტარები