ზვიად კუპრავა, სოციალური ქსელით ეხმაურება მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, შოთა დიღმელაშვილს, რომელმაც დღეს გრიგოლ ვაშაძე გააკრიტიკა:
“არ ვიცნობ დიღმელაშვილს, შეიძლება სულაც არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ მისი დღევანდელი განცხადება სასარგებლო იდიოტის პოზიცია, ან მიზანმიმართული მავნებლობაა.
ძვირფასო შოთა, პატივს ვცემ თქვენს ბრძოლას. ვიცი რას ნიშნავს მებრძოლი ადამიანი და რა სულისკვეთება სჭირდება მას. მე, სწორედ შარშანწინ გახსნილი დიდი ფრონტის გამო ვიჯექი გლდანის ციხეში და იქიდან გგულშემატკივრობდით.
ადამიანები ინდივიდები ვართ, შეიძლება მოგვწონდეს მეორე ადამიანი, ან არ მოგვწონდეს. მაგრამ როდესაც საერთო მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით, წყალი სწორედ ამ ბოროტების წისკვილზე არ უნდა დავასხათ.
მარტივი ლოგიკაა, როდესაც ზევით ააფურთხებ, ის აუცილებლად თავში დაგეცემა.”
კომენტარები