„ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა:
“კაცო, ამ აუდიტის სამსახურის ანგარიშს რომ დააფრიალებთ, მიშა ერთდროულად პარიზის სასტუმროშიც იყო და ბათუმის სასტუმროშიცო, თქვე დალოცვილებო, დაგავიწყდათ ორი კვირის წინ ერთდროულად ტრუსკავეცშიც რომ იყო და ბათუმშიც? მე ხომ არ მითქვამს, თქვენ ამბობდით!
მგონი ვოლტის კურიერისგან გაიგეს მიშას ადგილ-სამყოფელი. ხინკალი გამოვიძახეო, სახლში მარტი იყო, კურიერს კარებს რომ გაუღებდა, მერე რაც მოხდენოდა წარმომიდგენია. ალბათ კურიერს გული შეუწუხდა, მიშამ სასწრაფოში დარეკა და სასწრაფოს პოლიციაც მიყვა. ასე იქნებოდა ამბავი და გვიმალავენ”
კომენტარები