რუსეთის კურსკზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა. ინფრომაციას კურსკის ოლქის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. იერიშების შედეგად 85 წლის ქალი გარდაიცვალა, დაშავებულია 9 ადამიანი.
დრონის დარტყმის შედეგად კიდევ სამი კერძო სახლი დაზიანდა. ერთ-ერთი დარტყმა სასწრაფო დახმარების ავტოფარეხზე განხორციელდა, რის შედეგადაც 11 მანქანა დაზიანდა – იტყობინება ოპერატიული შტაბი.
შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
კომენტარები