ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, დავით ჭიჭინაძე.
– რაც ვისაუბრეთ, იქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, გამორიცხავთ ხალხში მოარულ ვერსიას, რომ ღარიბაშვილს პრემიერად კუჭავა ჩაანაცვლებს.
– რა თქმა უნდა, ეს ამბავი და ლაპარაკი დამთავრდა. კახა კუჭავამ თავად განაცხადა, რომ დიდი პროექტის ხელმძღვანელად მიდის და პარლამენტსაც დატოვებს წესით. კაცი წინასაახალწლოდ აიძულეს გადამდგარიყო, როდესაც მისი საახალწლო ინტერვიუებისა და მილოცვებისთვის ემზადებოდა პარლამენტის პრეს–ცენტრი და სახელისუფლებო ტელევიზიებში ეს ყველაფერი უკვე დაგეგმილი იყო. პარლამენტის თავმჯდომარეობიდან პრემიერ–მინისტრად რომ წასულიყო, ეს ნორმალური იქნებოდა. ახლა კი დაამცირეს, გადააყენეს. ჯერ ასეთი დამცირება და მერე პრემიერად აღზევება? დაუჯერებელია და ახლა კუჭავას პრემიერობა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, მოდით, პირდაპირ ვთქვათ.

კომენტარები