ეკალბარდებისა და ბუნებრივი ნარჩენების გათვალისწინებით, ვერავინ იფიქრებს, რომ ამ მინდორზე ვინმეს ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. მორღვეულია ღობეც, რაც მსხვილფეხა საქონლებს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებასა და ბალახობას უადვილებს.
ადგილობრივებმა სტადიონის რეაბილიტაცია საკუთარი ძალებით დაიწყეს – ტერიტორია ეკალ-ბარდებისა და ბუნებრივი ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაო პროცესში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩაერთო და გადაწყდა, რომ რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი დახარჯულიყო.
ბუნებრივია, რომ ნაკიფუს მინი სტადიონის რეაბილიტაცია ახალ თაობას, სპორტულ განვითარებაში ხელს შეუწყობს. მით უმეტეს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ადგილობრივი მოზარდებისთვის სტიმულია. სწორედ, “კვარას” ფაქტორმა განაპირობა, რომ სოფელში რამდენიმე საფეხბურთო გუნდია შექმნილი და ცხადია, რეაბილიტირებული სტადიონი, ფეხბურთისადმი ახალგაზრდების ინტერესს, კიდევ უფრო გაზრდის.
დღეს, ნაკიფუში წალენჯიხის მერის მოადგილე, ივანე ბურდული ჩავიდა, რომელმაც, ადგილობრივებთან ერთად, სტადიონის ინფრასტრუქტურის ნახაზი დაგეგმა – მოსახლეობასთან შეთანხმებით გადაწყდა, თუ სად მოეწყობა ტრიბუნები, როგორ აშენდება ფეხბურთელებისთვის გასახდელები, საშხაპეები და ა.შ.
წყარო – თაიმერი
კომენტარები