სპორტული ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე:
კვარცხელიას რატომ ათამაშებენ ყველგან გარდა თავისი პოზიციისა გამაგებინეთ რა?
ობიექტურად ითვლება რომ მსოფლიოს საუკეთესო 5 ვინგერიდან ერთ-ერთი არის კვარა.
ყველას მნიშვნელობა არ აქვს კლუბია თუ ნაკრები ეშინია კვქრაცხელიასი – გასაგებია 5 მცველიან ტაქტიკაში რომ 3 ფორვარდით ვერ ვითამაშებთ (ფლანგები და ცენტრფორვარდი) მაგრამ იქნებ გადავიდეთ ახალ ფურცელზე და დავიწყოთ 4 მცველით თამაში?
დღევანდელ მატჩშიც როგორცკი კვარამ გადაინაცვლა თავის პოზიციაზე, ხიფათი გაიზარდა უკრაინელთა კართან.
ჩვენ რატომ გვეშინია გოლის გაშვების?? ჩვენი შეტევითი პოტენციალი ძალიან მაღალია როცა ყველა თავის ადგილას თამაშობს. იმათ უნდა ეშინოდეთ და არა ჩვენ.
(ვინც ახლები ხართ და გუშინ დაიწყეთ ყურება უფრო მარტივად აგიხსნით – გინეკოლოგს რომ ნერვოლოგის საქმე არ უნდა დაავალო ეგ ამბავია კვარას ცენტრში შემოწევა და მეორე ფორვარდათ თამაში)
და ჰო, პლუს გვყავს ორი ფლანგის მცველიც , რომლებმაც გასულ სეზონში საგოლე პასები შეასრულეს ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან.
პ.ს
ქოჩორას რაც შეეხება, მოედნის საფარის საზიზღარ მდგომარეობაში ყიფნის გამო ფეხის
დაცდენა დიდი ცოდვა არ არის, გარდა ამისა თვითონ ფეხბურთი შედგება შეცდომებისგან. ყველა თამაში დასრულდება 0-0 თუკი შეცდომას არავინ დაუშვებს. შეცდომებით სავსეა ყველა მატჩი, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო.
სამწუხაროა რომ ამ შეცდომის ფასი იყო გაშვებული გოლი. არაუშავს. კიდევ ბევრჯერ შეცდება და კიდევ ბევრი შეცდება – შეუქცევადი პროცესია. თამაშის ნაწილია. დღეს არ გაგვიმართლა რადგან ვერავინ დააზღვია და გოლი გაგვიტანეს.
ხდება ხოლმე!ვინც ახლები ხართ და 1 წელია ფეხბურთის ყურება დაიწყეთ გასანაკუთრებით თქვენ გაითვალისწინეთ რომ სასაცილო კომენტარები არ დაწეროთ და უხერხულ სოტუაციაში არ ჩავარდეთ.
კომენტარები