კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, შეწყვიტონ ადგილებზე მომხმარებლების მომსახურება და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავა განაცხადა.
„კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, შეწყვიტონ ადგილებზე მომხმარებლების მომსახურება და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე. დღეს დაგეგმილი მაქვს შეხვედრა საქართველოში მოქმედ მიტანის სერვისის კომპანიებთან. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები. ეს გადაწყვეტილება ბიზნესს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და მზად ვართ, ყველა პრობლემა ოპერატიულად გავიაროთ“
კომენტარები