თამთა ნიგურიანი:
“საყვარლის გამო მოკვლა კი არა, ჩვენ ის სოციუმი ვართ, სიგარეტის მოწევას ბო@ობად რომ ვუთვლით ქალს და ბო@ობის გამო ქალი რომ უნდა მოკვდეს და მოღალატე მოგულავე კაცი ბო@ად რომ არ ითვლება.
ის ქვეყანა ვართ, სადაც კაცები თავს უფლებას აძლევენ ფბ პოსტები აუკრძალონ ქალებს, ის ქვეყანა ვართ, სადაც კაცების დაუწრელ კანონებს თუ არ აეწყო ქალი, ან სცემენ ან უარესი, მოკლავენ.
ის ქვეყანა ვართ, სადაც ბიჭის გაჩენა უხარიათ და ამბობენ, გოგო შვილისგან ღმერთმა დამიფაროსო, კი, ბევრი კაცისგან მესმენია ეს სიტყვები ბუკვალურად.
ხოდა, ქალებო, ომში ვართ, ამ ომში კაცები გვკვლავენ და ქალების ნაწილი მათ ამართლებს.
ომში ვართ მაშინაც, როცა მე, ლელას, ანას, თამუნას… არ გვცემენ ქმრები და არ გვკვლავენ…
ომში ვართ იმიტომ, რომ ჩვენს მეზობელ ქალებს, ჩვენს დაქალ ქალებს კლავენ, ვინც გაბედეს და თავისი თავისთვის ოცხოვრეს.
ომში სტრატეგიაა საჭირო, ვეძებოთ მოკავშირეები კაცებში, ვერიდოთ ყვირალა, მუშტებბრახუნა კაცებს, ვეძებოთ მშვიდი, გაწონასწორებული კაცები მეგობრებადაც და ქმრებადაც.
გავიქცეთ ყოვლთვის ეჭვანი და მესაკუთრე კაცებისგან, ამოვიღოთ ხმა, ვითხოვოთ დახმარება, ვიყვიროთ, ერთმანთს გავაგებინოთ, რომ შველა გვჭირდება და უკვე მოკლულეების განსჯას და მკვლელების გამართლებას მაინც მოვეშვათ თორემ, ძალიან საგანგაშოდ გვაქვს უკვე საქმე, კვირა არ გავა, ქალი არ მოკლას კაცმა, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ კაცის ჭკუაზე არ გაიარა!”
კომენტარები