მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინატორი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუშინ სიმსივნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ ალკოჰოლის, როგორც ამ დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ რისკ ფაქტორზე. სამწუხაროდ, საქართველოში ალკოჰოლის ზიანის შემცირების არანაირი პოლიტიკა არ არსებობს და ამიტომ გუშინ სიმსივნეზე საუბრისას, არც ეს საკითხი გახსენებიათ.
აი მაგალითად 2019 წლის ბოლოს გამოქვეყნდა საუთჰემპტონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა რომ ”კვირაში ერთი ბოთლი ღვინის მიღება იწვევს კიბოს რისკის 1% ზრდას მამაკაცებში და 1.4% ზრდას ქალებში). ქალებში მეტი წილი გამოწვეულია ალკოჰოლის ზეგავლენით მკერდის სიმსივნეს გამოწვევასთან.”
კომენტარები