ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით – კვლევის შედეგებს პორტალი covax.ge აქვეყნებს.
ამასთან, ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა.
207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
ამასთან, ქვეყანაში COVID-19-ის დაავადებით გარდაცვლილ 5373 პირთაგან მხოლოდ ერთი დოზით აცრილი 12 (0.22%) ადამიანი იყო და არც ერთი სრულად აცრილი.
სრულად აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა.
წყარო: რუსთავი 2
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:
“ერთჯერად აცრილებში გვქონდა 12 და თუ არ ვცდები დაემატა ლეტალური გამოსავლით შემთხვევა. ორჯერადად აცრილებში, კვლევაში, ე,წ ვერბალურ აუტოპსიაში გვყავს 2 ადამიანი რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული”
კომენტარები