ქართული ოცნების წევრი ლადო კახაძე მეტრონომთან საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად გაუარესებული ეპიდვითარებისა, ის თვითმმართველობის არჩევნების გადადების მომხრე არ არის.
“არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არჩევნები არ გადაუდია. ჩვენ ასეთი ქვეყნისკენ გვინდა ორიენტირი, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. მათ კონსტიტუციაში უწერიათ, რაც არ უნდა მოხდეს, ნოემბრის პირველ სამშაბათს 4 წელიწადში ერთხელ არჩევნები ტარდება. ეს არის კონსტიტუციური ვალდებულება. მე არჩევნების გადადების მომხრე არ ვარ. ისევე როგორც, ეკონომიკური აქტივობის გაჩერების მომხრე არ ვარ. თუ ადამიანები, ხაზს ვუსვამ, ადამიანები რეკომენდაციებს პედანტურად დაიცავენ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ, არც ეკონომიკური განვითარება იქნება, კოვიდსტატისტიკა უარყოფითი იქნება და ა.შ. ეს არის სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობის შორის პასუხისმგებლობის საკითხი.
თუ პედანტურად დავიცავთ ჯანმოს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს, მაშინ შესაძლებელი იქნება, უსფართხო გარემოში, როგორც არჩევნების ჩატარება, ისევე საქმიანობა, ისევე ტრანსპორტი, ბევრი ასეთი რეგულაციაა, რომელიც ადმაიანს დაზიანებისგან იცავს”, – აცხადებს კახაძე.
კომენტარები