პედაგოგი, რომელმაც ფეისბუკ პოსტით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს შეურაცხმყოფელი ტექსტით მიმართა ბოდიშს იხდის:
საქმე ეხება ავსტრალიერი მასწავლებლის მკვლელობის გამო, ლადო აფხაზავა წუხილს, მან დაწერა
„გვაპატიე მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით, გვაპატიე, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული”, -ამ სიტყვების გამო, ლელა ქინქლაძემ ლადო აფხაზავას მიმართა და დაწერა:
“ყაბალახი არ დაკარგო! ორი წიგნი არ აქვს წაკითხული დატრენინგებული ენჯოშნიკია, ე, იმ ტრენინგები რაც ისწავლა აკეთებს! 2 წიგნი არ ექნება წაკითხული, შეამოწმეთ მაგის ინტელექტი! ასეთებს სპეციალურად ზრდიან, ბევრი გამოჩნდება, ბევრი ლადოიე ბავშვების ტვინებს გამოსარეცხად! ლადოიე ტალახი არ დაკარგო, ცოცხი ისედაც ქე გაქ!”
ფორმულასთან საუბარში, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ ყველაფერს ნანობს და სინამდვილეში მისი სურვილი, ვინმესთვის ზიანის მიყენება არ ყოფილა. შეურცხმყოფელი პოსტი “ფეისბუქ” გვერდიდან მასწავლებელმა მალევე წაშალა.
-„ეს პირველ რიგში ვაკადრე ჩემს თავს. მე ესე არ უნდა მიმემმართა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჰყავს მეგობრები და იმ მეგობრებსაც ეტკინებოდა გული, როგორც მე მეტკინა გული“-ამბობს ლელა ქინქლაძე, ოზურგეთის მეორე სკოლის პედაგოგი.
-ლადო აფხაზავა – “ქალბატონიდან ძალიან უხერხული, პედაგოგის პროფესიასთან შეუსაბამო ტესტები, როდესაც მოდის, ძალიან ცუდია და ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში ათავსებ მოსწავლეების დასანახად. როდესაც კოლეგა, მართალც აეთ ბინძურ ტალახს გესვრის, პატარა აუცილებლად დაუწერო უნდა და გასცე პასუხი”.
კომენტარები