ლაგოდეხის მერმა, რომელმაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვერ მიუსწრო და სოციალურ ქსელში ფოტოშოპში დამუშავებული ფოტო დადო, მოგვიანებით ადგილზე ჩავიდა და Facebook ლაივი ჩართო.
ლაგოდეხის მერი ვიდეოში ლაგოდეხში მიმდინარე სამუშაოებზე საუბრობს, თუმცა ფოტოსთან დაკავშირებით მერს არაფერი უთქვამს.
“წლების მანძილზე მოსახლეობას ეს პრობლემა ჰქონდა და აი, 2019 წლის პროექტით…” – ჰყვება მერი ლაივში!
როგორც იქნა, ლაგოდეხში გზა დაიგო და სანამ მერი თავისი ფეხით არ მივიდა, ფოტო არ დამზადდა.
ლაგოდეხის მერი ფოტოსთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მერმა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვერ მიასწრო და ფოტოზე, სადაც მიმდინარე სამუშაოები იყო ასახული, თავისი ფოტოშოპში დამუშავებული ფოტო ჩაასმევინა – ამ დამუშავებულ ფოტოზე, ლაგოდეხის “ბუმბერაზი” მერი სახლებზე და ტექნიკაზე მაღალი ჩანდა.
მოგვიანებით, მან ეს ფოტო, საკუთარი Facebook-დან წაშალა.
კომენტარები