ლაგოდეხში უკვე მეორე დღეა პოლიცია 14 წლის მოზარდს ეძებს. სოფელ თამარიანში მცხოვრები გუჯა ბეჟუაშვილი სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ.
„არ არის კონფლიქტური ბავშვი. ოჯახის წევრებთანაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ასე არასოდეს მოქცეულა, ტელეფონზე ვურეკავთ, მაგრამ ზარს არ პასუხობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია”, – ამბობს დაკარგული ბიჭის დეიდა.
კომენტარები