ლაგოდეხის მუნიხიპალიტეტში სამართალდამცველი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა. ინციდენტის დროს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის გასანეიტრალებლად მისულ პოლიციელს ადგილზე ინციდენტის მონაწილემ წინააღმდეგობა გაუწია და ცულის გამოყენებით ხელის არეში დაჭრა.
პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები