დაიწყო თუ არა გიორგი გახარიამ კითხვებზე პასუხების გაცემა? – მამუკა ხაზარაძის ოთხი კითხვიდან ჯერ მხოლოდ ცნობილია ერთის პასუხი – ექსპრემიერის გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს, “ქართულ ოცნებასთან” რაიმე ფორმით თანამშრომლობას ან კოალიციის შეკვრას.
ეს რაც შეეხება მომავალს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს პასუხები სამ კითხვაზე, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გახარიას საჯაროდ დაუსვა.
პარტია “საქართველოსთვის” “ლელოს” არჩევნებზე წარმატებას და ბარიერის გადალახვას უსურვებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი ასევე ინტერესდება, დაუსვა თუ არა ხაზარაძის გუნდმა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კითხვები წარსულზე, როცა 2021 წელს მერობის კანდიდატ ნიკა მელიას მხარი დაუჭირეს.
2021 წელს კოალიცია, რომ ჰქონდათ ნაც მოძრაობასთან, კითხვები დაუსვეს ნაც მოძრაობას? ნაც მოძრაობასთან კითხვებზე პასუხი მიღებული გქონდათ თუ, როგორ გააკეთეს გაერთიანება და კოალიცია თავის დროზე?ძალიან საინტერესოა სხვათა შორის.
როცა კითხვა ეხება ,,ლელოს“ და ,,ლელოს“, რაღაცა კითხვებს თუ სხვა რამეს ჩვენთან დაკავშირებით. ჩვენ “ლელოს”, ვუსურვებთ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებებს. ვუსურვებთ, რომ გადალახონ ბარიერი, მოხვდნენ პარლამენტში და განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა”- აცხადებს გახარიას გუნდის წევრი.
კითხვაზე შეუქმნის თუ არა გიორგი გახარია კოალიციას ,,ქართულ ოცნებას“ დაუშვილი ამბობს, რომ მათთვის “ქართულ ოცნებასთან” ალიანსი მიუღებელია.
ჩვენ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ ჩვენთვის არჩევნების შემდგომ პერიოდში, მიუღებელია ,,ნაც მოძრაობა“, მიუღებელია ,,ქართული ოცნება“ . ,,ოცნებასთან“, ,,ნაც მოძრაობასთან“, ჩვენ კოალიციას არ განვიხილავთ. მიუღებელია, ერთიც და მეორეც”- დასძინა მან.
გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძისგან შეთავაზება გუშინ მიიღო. “ლელოს” ლიდერის თქმით, თუ ექს-პრემიერი ოთხ კითხვას გასცემს პასუხს, ხაზარაძის გუნდი, მზად არის ერთობის შესახებ გახარიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ოთხიდან სამი კითხვა წარსულის შეეხება, ერთი კი გახარიას სამომავლო გეგმებს და შესაძლო კოალიციის შეკვრას ქართულ ოცნებასთან.
,,ტვპირველი”
კომენტარები