ჟურნალისტი ლალი მოროშკონა ფოტოს აქვეყნება და წერს:
,,ერთი კვირა გავიდა და ახლა ვწერ.
დღემდე ვუსვამ ჩემს თავს შეკითხვას:
მე რომ ამდენი შესაძლებლობა მქონდეს,
შევძლებ კი ასეთი სისუფთავე,სიხალასე და ადამიანობა შევინარჩუნო?
გემოვნებიანი,
ლამაზი და
სიფრიფანა ეკა მოვიდა მოკრძალებულად,
ყველას თბილად მოგვესალმა, ხელი დაუქნია ნაცნობებს,
ტაშს უკრავდა Zaza Marjanishvili არაჩვეულებრივ მუსიკალურ შედევრებს
და ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს ინსტალაციებით გაჯერებულ სცენას.
კეთილშობილება და შინაგანი კულტურა ღვთის მადლია.
ძალაუფლება რყვნის.
აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად.
ეს ივანიშვილების ოჯახზე არაა❤️
P.S.სამწუხაროდ კარგად მახსოვს იგივე ადგილას სხვა “ელიტები” საღეჭი რეზინით გამოტენილი პირით,
საროსკიპოდან ახალი გამოსულივით ჩაცმულობით,
ხმამაღალი ჭიხვინით და ტელეფონზე გაუთავებელი წიკვინით.
ის ზოოპარკი მუდამ გისოსებს მიღმა უნდა ამყოფო.”
კომენტარები