ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“ვბრაზდებით იმაზე რომ კორონავირუსისგან ამდენი ინფიცირდება და კვდება, ვბრაზდებით რომ ხელისუფლება თურმე ვერ მართავს ეპიდსიტუაციას და ა.შ.
არადა, როგორ გინდა მართო და როგორ გინდა შეამცირო, როდესაც ქუჩაში მოსიარულეების უმეტესობას პირბადე არ უკეთია, დახურულ სივრცეებში პირბადე უკეთიათ სანახევროდ, ძალიან დიდი რაოდენობა ხალხისა პრინციპულად არ იცრება, მართავენ ხალხმრავალ ქორწილებს, ქელეხებს და ა.შ.
ერთხელ ვთქვი აქ რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივი შეხება აქვს ბევრ ხალხთან, აცრა სავალდებული გახდესო და ლამის ჩამქოლეს.
თუ რადიკალურად არ შეიცვალა მიდგომები, ვერც ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება რადიკალურად. არაა საჭირო იყო ეპიდემიოლოგი რომ ამას მიხვდე”
კომენტარები