მარიტა გუტაშვილი შოვში ჩამოწოლილ მეწყერს გადაურჩა, მაგრამ დაკარგა ოჯახის 9 წევრი. მეწყრის შემდეგ გარდაიცვალა მისი და-ძმა. დეიდა, ორი დეიდაშვილი. ბიძაშვილი სამი შვილით.
ჟურნალისტებთან საუბარში მარიტა ამბობს, რომ მისი ოჯახის ორ წევრს დღემდე ეძებენ. მან ჟურნალისტებს უჩვენა მისი დაღუპული ოჯახის წევრების ფოტოები, რომლებიც პერანგზე აქვს დამაგრებული.
“ჩემი და მეგი, გიგი გუტაშვილი, მარიამ მაისურაძე. ნახეთ, რა ლამაზები არიან. მარიამს ვეუბნებოდი ჩემი მოდელი ხარ-მეთქი და სულ ფოტოებს ვუღებდი. კოტე მაისურაძე, რომელიც ჯერ ვერ ვიპოვეთ. ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა, რომ ვიპოვო … დეიდაჩემი, შორენა ბიჭაშვილი, რომელსაც დედისგან ვერ ვარჩევდი. ისეთ დონეზე მიყვარს. ნატო ჭელიძე და მისი პატარა ანგელოზი. ტასოს ვეძებთ, ლუკა ნაპოვნია და ანდრია. ანდრიას ისეთი თმა ჰქონდა, ნიგერიელი ბავშვები რომ არიან, იმათ არ აქვთ. არცერთი აღარ არის…” – ამბობს მარიტა გუტაშვილი
ამბები.ჯი
კომენტარები