ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– კეზერაშვილისა და მასთან დაკავშირებული ქოლ–ცენტრების შესახებ საერთაშორისო სკანდალი ატყდა. რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების პოზიცია, რომ კეზერაშვილს თბილისში ქოლ–ცენტრები ჰქონდა, სადაც 13 000 ადამიანი მუშაობდა და ჩვენმა სამართალდამცავებმა არაფერი იცოდნენ?
– ჯერ ის ვთქვათ, თავდაცვის სამინისტრო იარღით ვაჭრობის საქმეს რომ ქექავს, 2009 წლის პერიოდისას, როდესაც მინისტრი კეზერაშვილი იყო. რა, ადრე არ იცოდნენ ამის შესახებ და ახლა გაიგეს?!
–კეზერაშვილი და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან რომ იარღით უკანონოდ ვაჭრობდა, ეს პირველად საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ დასკვნაში ეწერა, რომელიც 2009 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა. ამ ფაქტის შესახებ ჯერ მხოლოდ მე რამდენიმე სტატია მაქვს გამოქვეყნებული „ალიაში “ და მინიმუმ, 5 ინტერვიუ სამხედრო ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან. მე ეგ ამბავი უკვე დავიწყებული მქონდა და ამათ ახლა გაიგეს?
– რა ახლა გაიგეს? იცოდნენ და ამ ქოლ–ცენტრების ამბავს მიაბეს ახლა. მთელმა თბილისმა იცოდა ქოლ–ცენტრების ამბავი. მარტო ჩემი 10 მეზობელი მაინც მუშობდა იქ, მე ვიცოდი და სამართალდამცავებმა არა? მთელი ქვეყანა მაგაზე ლაპარაკობდა, კეზერაშვილისა და არა მარტო მის ქოლ–ცენტრებზე. მეტსაც გეტყვით. ჩემს მეგობრებს ჩხუბი მოუვიდათ ამ ქოლ–ცენტრების წარმომადგენლებთან და პოლიციის მაღალჩინოსნები მოვიდნენ და უთხრეს, ჩვენი არისო. ძებნილი კეზერაშვილი, მისი მეგობრები უზარმაზარ ოფისებს ხსნიან თბილისში, მათ შორის, „აქსის თაუერში“, „პიქსელის“ შენობაში, 2–3 წლის განმავლობაში ძარცვავენ მთელ ევროპაში პენსიონერებს და ეს ვერავინ გაიგო? ვაკიდან ევროპელებს მილიარდ დოლარზე მეტი მოპარეს და პოლიციამ ვერ გაიგო? თან რამდენიმე ათასი კაცი მონაწილეობდა ამ ძარცვაში. რა ვიცი, ყველას უსმენენ და იმ ათასობით ადამიანიდან ერთს არ უსმენდნენ? ან სამართალდამცავებს ინფორმატორები არ ჰყავთ? „ბიბისიდან“ გაიგო მმართველმა ელიტამ ეს ამბავი და ეს სისულელე უნდათ დაგვაჯერონ? არა, აქ სხვა რამეშია საქმე. ყველაფერი იცოდნენ, „კრიშავდნენ“ კეზერაშვილის ქოლ–ცენტრებს, ამაში ფულს იღებდნენ და „ბიბისიმ“ სიუჟეტი რომ გააკეთა, ამის მერე იძულებულნი გახდნენ, ხმა ამოეღოთ. ვაგზლის ჯიბგირმაც კი იცის, რომ პენსიონერს არაფერი უნდა მოპარო და ეს ნაძირალა, პენსიონრებს დაერია.ეს ჩვენი ტელევიზიები კი ამას „აპრავებენ“, ხელს აფარებენ კეზერაშვილს.
ერთსაც ვიტყვი და დავასრულებ. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ერთ–ერთ ტელევიზიაში მოთქვამდა, სტალინმა მამაჩემი დახვრიტა, როგორც ტროცკისტი და რეპრესირებულიაო. დოკუმენტური ფილმი გადაუღია მშობლებზე. გაჩუმდი მაინც და ხმას ნუ იღებ მამაშენზე. იმას კი არ ამბობს, მამამისი, ლევან ღოღობერიძე რომ იყო ბოლშევიკი, საქართველოში წითელი ტერორის ერთ–ერთი მეთაური, პირსისხლიანი ჯალათი, ლენინისა და ტროცკის ამფსონი, ეკლესიის დამანგრეველი და მღვდლების დამხვრეტი. თბილისის რევკომის თავმჯდომრე, თბილისის „ტროიკის“ წევრი იყო და სასამართლოს გარეშე ხვერტდა ხალხს. ის იყო მეთაური არგვეთთან ვაგონებში ხალხის დახვრეტისა და იმ დროს ადგილზეც იმყოფებოდა. ეს დაუფასეს და ბოლშვიკური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი გახდა. მერე კიდევ დააწინაურეს და ცეკას პირველი მდივანი გახდა… „თქვენ იცით, ამხანგებო,რომ საქართველოში 1% თავად–აზნაურობაა. ეს არაჩვეულებრივი პროცენტია, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არის. თუ გინდ პოლონეთის პანების სამეფოშიც კი, თავად–აზნაურობის პროცენტი, 20%–ს აღწევს. ჩვენ უნდა შევამციროთ საქართველოში თავად–აზნაურობის პროცენტი. ჩვენ დავამტკიცოთ, რომ ჩვენი საბჭოთა ბოლშვიკური იარაღი არ ბლაგვდება, არ ტყდება და ამიტომ მასობრივი დახვრეტებით ჩვენ 0%–მდე ჩამოვიყვანთ თავად–აზნაურობას“…. ეს არის ციტატა ლევან ღოღობერიძის ერთ–ერთი გამოსვლიდან. სტალინისტი არ ვარ, მაგრამ სტალინი ამისთანებს ტყუილად არ აპატიმრებდა. ლანა ღოღობერიძე ცდილობს ჯალათი მამამისი რეპრესირებულად წარმოაჩინონ. არა! ლევან ღოღობერიძემ ის მოიმკო, რაც დათესა – ეს არის სიმართლე. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ისტორიის გაყალბება, ჯალათების გმირებად თუ მსხვერპლად წარმოჩენა. ლანა ღოღობერიძე ზვიად გამსახურდიასაც იმიტომ გადაეკიდა, რომ ზვიადმა უთხრა, მამაშენი პირსისხლიანი ჯალათი იყო. როგორ შეიძლება, ლევან ღოღობერიძე სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, ევგენი მიქელაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის გვერდით დააყენო, რისი დიდი მცდელობაც არის ლანა ღოღობერიძის და არაერთი მედია საშუალების მიერ?!
კომენტარები