გასულ კვირაში ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებითაც მცირედით გამყარდა.
უფრო კონკრეტულად, 22 აპრილს აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7500 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7503 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ევროს კურსი 3.1614 ლარი გახდა, ეს კი მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.1249 ლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროს ცვლილებამ 0.0365 ლარი შეადგინა.
მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებითაც მცირედით გამყარდა.
უფრო კონკრეტულად, 22 აპრილს აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7500 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7503 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ევროს კურსი 3.1614 ლარი გახდა, ეს კი მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.1249 ლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროს ცვლილებამ 0.0365 ლარი შეადგინა.
მომდევნო დღეს – 23 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7496 ლარი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ წინა დღის კურსი 2.7500 ლარი იყო, ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1354 ლარია. მაშინ, როცა იქამდე მოქმედი 3.1614 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0260 ლარი შეადგინა.
24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა კვლავაც გამყარდა დოლართან მიმართებაში და 1 დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7492 ლარს მიაღწია. წინა დღესთან შედარებით დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
გამყარების ტენდენცია გააგრძელა ეროვნულმა ვალუტამ ევროსთან მიმართებითაც. კერძოდ, ევროს კურსი 3.1300 ლარი გახდა მაშინ, როცა წინა დღის მოქმედი 3.1354 კურსი ლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.
კვირის ბოლოს – 25 აპრილს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7496 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7492 ლარი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ დოლარი ლართან მიმართებაში 0.0004 ლარით გამყარდა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1224 ლარი გახდა. იქამდე მოქმედი 3.1300 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0007 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0025 ლარით გამყარდა.
კომენტარები