ლარი დოლართან 1.23 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.68 თეთრით. 21 მარტის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2219 ლარია, ევროსი კი – 3.5599 ლარი.
9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. შედეგად, ორ დღეში ლარი დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან – 18 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.
კომენტარები