საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით დღეს ლარი დოლართან 3.17 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 4.32 თეთრით. 28 მარტის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1917 ლარია, ევროსი კი – 3.5054 ლარი.
შეგახსენებთ, რომ 9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. შედეგად, ორ დღეში ლარი დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან – 18 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.
იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.
კომენტარები