დღეის მდგომარეობით ლარი დოლართან 0.06 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.71 თეთრით. 11 აპრილის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0755 ლარია, ევროსი კი – 3.3544 ლარი.
შეგახსენებთ, რომ 9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 32 თეთრით, ხოლო ევროსთან – 34 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.
კომენტარები