ლარი დოლართან 0.6 თეთრით, ხოლო ევროსთან – 1.36 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7468 ლარია, ერთი ევროსი – 2.9759 ლარი.
30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ბაზარზე არსებულ 40 ვალუტასთან გაუფასურდა, ხოლო სამთან – უნგრულ ფორინტთან, ბრაზილიურ რეალთან და კანადურ დოლართან გამყარდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი – 3 ლარი.
კომენტარები