ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარება ხელოვნური არ არის.
„მაშინ როდესაც ლარი გაუფასურდა და ახლა როდესაც მყარდება ამ მიმართულებით პროგნოზს არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი არ აკეთებს და არც უნდა გააკეთოს. ჩვენ რომ ვამბობთ,რომ ლარი მოძებნის თავის წონასწორულ კურსს, ზოგჯერ გაუფასურებულია ზოგჯერ – გამყარებული. დღევანდელი ანალიზით, ჩვენ დღეს დაახლოებით ამ წონასწორობის დიაპაზონში ვდგავართ. რა იქნება ორ ან სამ თვეში ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული”
მისივე თქმით, ლარის კურსზე საგარეო მოვლენების გავლენა, ტურიზმის განვითარება და მათ შორის კორონავირუსის გამო ფრენების შეფარხებაც იმოქმედებს.
“მთავარია ჩვენ ხელოვნური ჩარვებისგან თავი შევიკავოთ,”-აღნიშნა მინისტრმა.
კომენტარები