ლარი დოლართან 2.57 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.66 თეთრით. 19 აპრილის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0273 ლარია, ერთი ევროსი კი – 3.2864 ლარი.
შეგახსენებთ, რომ 9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 34 თეთრით, ხოლო ევროსთან – 39 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.
კომენტარები