ლარი დოლართან მიმართებით 0.98 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.45 თეთრით გაუფასურდა. 26 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7821 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.7874 ლარი. ევრო დოლარზე 0.5 თეთრით ძვირი ღირს.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.83 ლარია, ხოლო ევროსი – 2.85 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.80 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.81 ლარად.
ბოლო სამი დღეა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს.
24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.
კომენტარები