ლარის გაუფასურება გრძელდება – როგორია 8 ივნისის კურსი

8,744 ლარი კიდევ გაუფასურდა – ლარი დოლართან 0.25 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.64 თეთრით. 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8247 ლარია, ერთი ევროსი – 3.067 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8222 ლარი ღირდა, ევრო – 3.0703 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6082 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 ივნისს ამოქმედდება.