სავალუტო ბაზარზე ქაოსი დაიწყო. “ბლუმბერგის” სავაჭრო სისტემაში ლარი დილიდან მკვეთრად უფასურდება. ვაჭრობა 3.35-ის კურსით დაიწყო და სულ რაღაც 2 საათში 3.42-ს მიაღწია. ორშაბათს სებ-მა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, მაგრამ ამან საქმეს ოდნავაც ვერ უშველა.
რაც შეეხება დოლარის ოფიციალურ კურსს, ის დღეისთვის 3.3409 ლარს შეადგენს და დღის ბოლოს აუცილებლად ნატხომისებურად გაიზრდება. ჯამურად ორშაბათიდან მოყოლებული ლარი ოფიციალურად 13 თეთრით გაუფასურდა.
კომენტარები