ჟურნალისტი, გიორგი ხუხია:
“დღეს დილიდან ამ წუთებშიც კი, რაც ლარსზე ხდება არის წარმოუდგენლად საგანგაშო. გადმოდის უცხო ხალხის ძალიან დიდი ტალღა, წარმოუდგენლად დიდი. ეს კატეგორია ბევრად სახიფათოა თებერვლის ნაკადთან შედარებით. ახლა ვინც გადმოდის, აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია. ის, ვისაც გაქცევა მაშინ მოუნდა, როცა ომმა კარზე მიუკაკუნა.
ოფიციალური მონაცემებით 115 ათასი კაცი შემოვიდა ბოლო 5 დღეში. წარმოიდგინეთ ამ ხალხმა რა უნდა აკეთოს საქართველოში როდესაც ფული ამოეწურებათ. ვინ გვაძლევს გარანტიას რომ მათი ნაწილი კრიმინალებად არ მოგვევლინება? – რამდენი შეიძლება იყოს მათ შორის პედოფილი, ქურდი ან გზააბნეული?!
არანაირი ფილტრი არ არსებობს, აი არანაირი. და ვინ იღებს პასუხისმგებლობას რომ ერთ მშვენიერ დღეს სახლების გაქურდვის ან ქუჩაში კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა არ გაიზრდება? ძალიან სერიოზული საკითხია მათი სოციალური ადაპტაცია და გავლენა გარემოზე.
ყაზბეგში, ადგილობრივები ამბობენ, რომ იმდენად დიდი რაოდენობაა შემოსული, შედარებაც კი არ შეიძლება თებერვლის მონაცემებთან. ეტყობა კიდეც იქაურობას – მაღაზიები დაცლილია, ხალხი პურს ვერ ყიდულობს 3 დღეა. კალიები რომ გადაუვლიან ტერიტორიას და მწვანე არაფერი რჩება, ზუსტად ასე იყო დღეს ყაზბეგის სუპერმარკეტები, თითქმის დაცარიელებული.
კომენტარები