ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა – ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვში ლატვიის საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო აღარ იღებს სავიზო განაცხადებს რუსებისგან “საერთაშორისო ვითარების გამო”.ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ახლო ნათესავის ლატვიაში დაკრძალვაზე გამგზავრების აუცილებლობა.
ცნობისთვის, მანამდე, 1 აგვისტოს, ლატვიამ შეაჩერა შეთანხმება რუსეთთან სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ. რიგაში მათ ეს იმით ახსნეს, რომ რუსეთმა დახურა ლატვიის საკონსულო ფსკოვში – ეს იყო ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც გასცემდა რუსებს საზღვრის გადაკვეთის ნებართვას.
კომენტარები