ფოტო – sportall.ge
ლატვიის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 9 მაისი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდება.
2022 წლის 9 მაისს დღეს გლოვის ნიშნად, სახელმწიფო შენობებზე ლატვიის დაშვებულ დროშასთან ერთად უკრაინის დროშებიც განთავსდება, აკრძალული იქნება საჯარო გასართობი ან სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა და პიროტექნიკის გამოყენება.
განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მიზანი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიაზე ყურადღების გამახვილება და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.
კომენტარები